თორნიკე შენგელიას ცსკა VTB-ლიგის პლეი ოფში ასპარეზობს. პირველ, მეოთხედფინალურ რაუნდში არმიელების მეტოქე ნიჟნი ნოვგოროდია. სერია 2 მოგებამდეა და ნოვგოროდელებმა შეძლეს მისი გათანაბრება. ამ მომენტისთვის ანგარიშია 1:1. ფავორიტად შერაცხული ცსკა ნიჟნი ნოვგოროდში 72:76 დამარცხდა. რაც შეეხება პირველ მატჩს, ის არმიელებმა მოსკოვში 84:59 გაანადგურა.
პირველ მატჩში შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მან ზუსტად 20 წუთი გაატარა მოედანზე. ქართველი ფორვარდის ანგარიშზეა 10 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი. თორნიკემ ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 4 პერსონალური გაფრთხილება მიიღო. ლუდნბერგმა (14), ყურბანოვმა (13) და ფოიტმანმა (13) ცსკა-ს რიგებში ყველაზე მეტი ქულა მოაგროვეს. 10-ქულიან ზღვარს აცდა კლაიბერნიც (11).
მეორე მატჩი წუხელ გაიმართა, რომელიც არმიელებმა 72:76 დათმეს. თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 25:59 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 4 ორქულიანი და 7-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
მატჩი დაძაბულად წარიმართა და ნიჟნი ნოვგოროდმა ბოლო პერიოდი 5 ქულით მოიგო, რითიც სერიაში ანგარიში გაათანაბრა. მასპინძლებს ანტონ ასტაპკოვიჩმა ულიდერა, რომელმაც ცსკა-ს 19 ქულა ჩაუგდო. მეოთხედფინალური დაპირისპირების ბოლო მატჩი 16 მაისს ცსკა-ს არენაზე გაიმართება და შენგელიას გუნდი ნახევარფინალის საგზურის მოპოვებას იმ შეხვედრაში შეეცდება.