ევროლიგაში ზედიზედ მორიგი მარცხი განიცადა თორნიკე შენგელიას ვირტუსმა, რომელმაც ბოლონიაში რეალს უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა უპირატესობისთ წარიმრთა და სამეფო კლუბის 15-ქულიანი გამარჯვებით – 89:74 დასრულდა. რეალი ევროლიგის ლიდერია და მისი ძლევა ბოლონიელებმა ვერ მოახერხეს.
შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 24 წუთში 10 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა. თორნიკემ 9-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი არ დაჯარიმებულან, რაც უიშვიათესი ამბავია.
ბოლონიელთა რიგებში საუკეთესო აიზია კორდინიე იყო 12 ქულითა და 8 მოხსნით, იფე ლუნდბერგმა და ჯორდან მიკიმ კი 11-11 ქულა ჩააგდეს. რეალის მხრიდან გამორჩეულები გერშონ იაბუსელე (15 ქულა, 7 მოხსნა) და ვინსენ პუარე (14 ქულა, 8 მოხსნა) იყვნენ.
ვირტუსს 17 მოგება და 12 მარცხი მოუგროვდა და მე-7 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 19 მარტს, ლიეტუვაში, კაუნასის ჟალგირისთან ჩაატარებს.