შენგელიას 10 ქულა ვალენსიასთან 9 ქულით მოგებულ მატჩში

შენგელიას 10 ქულა ვალენსიასთან 9 ქულით მოგებულ მატჩში

თორნიკე შენგელიას ცსკამ-მ მოსკოვში ესპანური “ვალენსია” დაამარცხა. ევროლიგის მე-9 ტურის შეხვედრა არმიელთათვის იღბლიანი გამოდგა და ეს კომპონენტი მოსკოვურ გუნდს უკვე ერთობ სჭირდება, რადგან მიმდინარე ევროლიგაში უკვე 3 წაგება აქვს. ცსკა-მ შეხვედრა 9 ქულის სხვაობით – 84:75 მოიგო. 

თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და თამაში მშვენივრად დაიწყო. პირველივე პერიოდში 6 ქულა მოაგროვა და საბოლოოდ მისი მონაგარი ასეთი იყო: 23 წუთი, 10 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი. როგორც ყოველთვის ცსკა-ს ბომბარდირი მაიკ ჯეიმსი გახდა – 17 ქულა. ვალენსიელთაგან 15 ქულით სერბი ნიკოლა კალინიჩი გამოირჩა. თუ სასტარტო მატჩს არ ჩავთვლით (15 ქულა ბარსელონასთან), შენგელიამ 10-ქულიან ზღვარს ევროლიგაზე პირველად მიაღწია (ბოლო ოთხი თამაშიდან სამში გუნდს 8 ქულა მოუტანა, ერთში კი – 9). 

 6 ნოემბერს ცსკა ევროლიგაშ გასვლით შეხვედრას ჩაატარებს: ათენში “პანათინაიკოსს” დაუპირისპირდება.