შენგელიას 14 ქულა და ბასკონიას გამარჯვება მანრესასთან

შენგელიას 14 ქულა და ბასკონიას გამარჯვება მანრესასთან

ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება იზეიმა თორნიკე შენგელიას გუნდმა. “ბასკონიამ” “მანრესას” უმასპინძლა და დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა – 81:72.

ბასკების მწვრთნელმა ქართველი ფორვარდი 24 წუთი ათამაშა, რა დროშიც მან 14 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა, ექვსივე ორქულიანი ჩააგდო, 5 საჯარიმოდან კი 2 გამოიყენა.

16 ქულით “ბასკონიას” ბომბარდირი ჰილარდი გახდა, ხოლო მატჩისა – მანრესელი ლუნდბერგი (20 ქულა). არ უთამაშია საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულს, მეტ ჯენინგს.

 შენგელიას თანაგუნდელებს 23 მოგება, 7 წაგება აქვთ და ცხრილში მესამე ადგილზე არიან. ბასკონიელები მხოლოდ 1 მოგებით ჩამორჩებიან “რეალსა” და “ბარსელონას”.

შემდეგ მატჩს “ბასკონია” 9 მაისს, სან სებასტიანში, ბექა ბურჯანაძის “დელტეკოსთან” გამართავს.