შენგელიას 14 ქულა და ვირტუსის მორიგი გამარჯვება ევროლიგაში

შენგელიას 14 ქულა და ვირტუსის მორიგი გამარჯვება ევროლიგაში

იტალიური დერბი ევროლიგაში, რომლის ერთ-ერთი გმირი თორნიკე შენგელია გახდა. საქართველოს ნაკრებისა და ვირტუს ბოლონიას ფორვარდმა მორიგი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა და თავის გუნდს საკმაოდ ღირებული გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

ევროლიგის მერვე ტურში შენგელიას ვირტუს ბოლონიამ ოლიმპია მილანოს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 7 ქულით – 86:79 გაიმარჯვა. ბოლონიელებმა პირველი ტაიმი 5 ქულით მოიგეს (45:40), რის შემდეგაც სტუმრებმა მესამე პერიოდში იბრძოლეს და ბოლო მეოთხედს მხოლოდ 2-ქულიანი ჩამორჩენით შეხვდნენ – 65:63. ბოლონიელებმა ბოლო მეოთხედი მოიგეს და მატჩიც გამარჯვებით დაასრულეს.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მოედანზე 28:23 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. თორნიკემ 8-დან 5 ორქულიანი, 3-დან ერთი სამქულიანი და 2-დან ერთი საჯარიმო ჩააგდო. ვირტუსს დანიელმა გაბრიელ ლუნდბერგმა ულიდერა, მან 19 ქულა ჩააგდო. ოლიმპია მილანოს ბომბარდირი კი 21 ქულით შილდსი გახდა.

ვირტუს ბოლონია მომდევნო ტურში, 17 ნოემბერს, საბერძნეთში პანათინაიკოსს ესტუმრება. იტალიური გუნდი 7 მოგებითა და 1 მარცხით ევროლიგის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.