შენგელიას 15 ქულა და MVP-ის ტიტული ცრვენა ზვეზდასთან მოგებულ მატჩში

შენგელიას 15 ქულა და MVP-ის ტიტული ცრვენა ზვეზდასთან მოგებულ მატჩში

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, რომელიც იტალიური ვირტუს ბოლონიას ღირსებას იცავს, ევროლიგის მორიგი ტურის მატჩის MVP გახდა. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის 22-ე ტურში ბოლონიელებმა ბელგრადის “ცრვენა ზვეზდას” უმასპინძლეს და ზედმეტი გართულებების გარეშე – 84:72 დაამარცხეს. მატჩში ყველაზე შედეგიანი და შესაბამისად, MVP-ის ტიტულის მფლობელი თორნიკე შენგელია გახდა. 

თორნიკემ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 26:12 წუთში 15 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. შენგელიამ 8-დან 5 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.  შეხვედრის ერთ-ერთი ულამაზესი ეპიზოდი იყო, როცა ჰაკეტის ერთ-ერთი გადაცემის შემდეგ თოკომ ბურთი კალათში ეფექტურად ჩატენა.

ვირტუს ბოლონიამ ამ მოგებით ცრვენა ზვეზდას გადაასწრო და 18-გუნდიალ ევროლიგაში, სადაც 8 საუკეთესო პლეი ოფში გადის, მე-11 ადგილზე გადავიდა. თორნიკეს კლუბი მომდევნო ტურში ფრანგულ ლიონს დაუპირისპირდება. 

ერთი უმნიშვნელოვანესი ამბავი ბოლოსთვის: შენგელია ამ მატჩში გადაცდა ევროლიგაში მოგროვებულ 2500-ქულიან ზღვარს.