შენგელიას 15 ქულა და ვირტუსის სამიდან მესამე გამარჯვება სერია A-ში

შენგელიას 15 ქულა და ვირტუსის სამიდან მესამე გამარჯვება სერია A-ში

თორნიკე შენგელიას მორიგი შედეგიანი მატჩი იტალიის ჩემპიონატში. მისმა ვირტუს ბოლონიამ სტუმრად ტრენტო 90:75 დაამარცხა, ქართველი ფორვარდი კი მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ეს გახლდათ ბოლონიელთა მესამე გამარჯვება და შენგელიას გუნდი სერია A-ს დაუმარცხებლად, 2 გუნდის მოზიარედ ლიდერობს. 

ქართველმა კალათბურთელმა 23 წუთში 15 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. თორნიკემ 8-დან 5 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი კი ააცილა. შენგელიას შედეგიანობით მხოლოდ თანაგუნდელმა იზაია კორდინიემ აჯობა, რომელმაც 16 ქულა ჩააგდო.

ვირტუს ბოლონია სერია A-ს 3 მოგებით ბრეშასა და ვენეციასთან ერთად ლიდერობს, მომდევნო ტურში კი 22 ოქტომბერს, სასარის უმასპინძლებს.