შენგელიას 17 ქულა და MVP-ის ტიტული ნიჟნი ნოვგოროდთან

შენგელიას 17 ქულა და MVP-ის ტიტული ნიჟნი ნოვგოროდთან
4 მატჩი, 3 გამარჯვება – ასეთია მოსკოვის ცსკა-ს მონაგარი VTB-ლიგის მიმდინარე გათამაშებაში და ამაში ლიმის წილი ქართველ კალათბურთელს მიუძღვის. თორნიკე შენგელია მე-3 ტურის მატჩის MVP გახდა, რომელშიც არმიელებმა სტუმრად “ნიჟნი ნოვგოროდს” 92:72 სძლიეს.
 
შენგელია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 23:32 წუთში 17 ქულა, 7 მოხსნა, 6 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 9-დან 5 ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
 
ქართველი მძიმე ფორვარდის მოედანზე ყოფნის პერიოდში სტუმრებმა მასპინძლებზე 28 ქულით მეტი ჩააგდეს, შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 23-ს გაუტოლდა და ის მატჩის უძვირფასესი მოთამაშის ტიტულის (MVP) მფლობელი გახდა. ცსკა-ს VTB ლიგაში მომდევნო მატჩი 18 ოქტომბერს ისევ სტუმრად პერმის პარმასთან ელის, მანამდე კი, ევროლიგაში ჩაატარებს სამ შეხვედრას: 8 ოქტომბერს – თურქულ ანადოლუ ეფესთან, 12-ში – რუსულ ზენიტთან და 15-ში – სერბულ ცრვენა ზვეზდასთან.
 
 
 
 
Enter
 

You sent