შენგელიას 21 ქულა ბოლონიელებს მილანში მოსაგებად არ ეყოთ

შენგელიას 21 ქულა ბოლონიელებს მილანში მოსაგებად არ ეყოთ

თორნიკე შენგელიას ჩინებული თამაშის მიუხედავად “ვირტუს ბოლონიამ” იტალიის ჩემპიონატის ფინალური სერიის რიგით მე-4 მატჩი მილანში წააგო და “არმანი იქსჩეინჯთან” სერიაში 1:3 ჩამორჩა. შეხვედრა თანაბრდ მიმდინარეობდა 3 პერიოდის განმავლობაში, თუმცა ბოლო პერიოდში მასპინძლებმა 22:7 იმერჯვეს და საბოლოოდ 15-ქულიანი გამარჯვება გაიფორმეს – 77:62.

შენგელია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და ვირტუსელთა რიგებში აშკარად გამორჩეული იყო: მოედანზე 30 წუთი გაატარა და 21 ქულა, 2 მოხსნა, 1 დაფარება, 1 ჩაჭრა და 3 პასი მიითვალა.

თორნიკემ 12-დან 7 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო გამოიყენა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 20-ს გაუტოლდა.  

16 ივნისს ფინალური სერიის მე-5 მატჩს უკვე ბოლონია უმასპინძლებს და თუკი ისიც მილანელებმა მოიგეს, იტალიის ჩემპიონობასაც მოიპოვებენ