შენგელიას 8 ქულა, 10 მოხსნა და ბოლონიელთა დამაჯერებელი გამარჯვება პისტოიასთან

შენგელიას 8 ქულა, 10 მოხსნა და ბოლონიელთა დამაჯერებელი გამარჯვება პისტოიასთან

თორნიკე შენგელია მოედანს იტალიის სერია A-შიც დაუბრუნდა. მცირე ტრავმის გამო მან იტალიის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი გამოტოვა, მეორეში კი 25 წუთი ითამაშა და ორმაგ დუბლამდე 2 ქულა დააკლდა. ბოლონიელებმა პისტოიას უმასპინძლეს და 84:68 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მოედანზე 25 წუთი გაატარა და ორმაგ დუბლთან ახლოს იყო. მის ანგარიშზე 8 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრაა. თოკომ 5-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და 6-დან 4 საჯარიმო, მან პერიმეტრიდან მხოლოდ ერთხელ ისროლა და უშედეგოდ. შენგელიას ასევე ჰქონდა თითო ჯარიმა და დაკარგვა, რაც 25-წუთიანი თამაშის კვალობაზე  საკმაოდ ცოტაა (კარგი შედეგია).

ვირტუსის მხრიდან საუკეთესო 16 ქულით ისაია კორდინიე იყო, პისტოიას მხრიდან კი იგივე მაჩვენებლით მაიკლ ფორესტი გამოირჩა.

შენგელიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 10 ოქტომბერს ევროლიგაზე გამართავს, სერია A-ში კი 13 ოქტომბერს ვენეციას ესტუმრება.