შენგელიას 9 ქულა, 7 მოხსნა და საშინაო წაგება გერმანულ ალბასთან

შენგელიას 9 ქულა, 7 მოხსნა და საშინაო წაგება გერმანულ ალბასთან

მოსკოვის ცსკა-მ ევროლიგაში სენსაციური მარცხი განიცადა. მოსკოველებმა საკუთარ არენაზე გერმანულ “ალბასთან” 88:93 წაგეს, რომლისთვისაც ეს ევროლიგაში პირველი გამარჯვება გახლდათ. რუსული გრანდისთვის ეს მეორე მარცხია მიმდინარე ევროლიგაშ. 

ბერლინელთაგან საუკეთესო იტალიელი სიმონე ფონტეკიო გახლდათ 20 ქულით. მოსკოველთა ქართველმა კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ 28 წუთში 9 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში, 4 დაცვაში) და 2 პასი დააგროვა. მან ოთხიდან ორი ორქულიანი ჩააგდო, ორიდან ერთი სამქულიანი და ორივე საჯარიმო ზუსტად ესროლა. შენგელიას 1 ჩაჭრა, 1 დაფარება და 3 დაკარგვა ჰქონდა. მატჩის ტოპსქორერი კი ამერიკელი მაიკ ჯეიმსი გახდა – მან 27 ქულის დაგროვება მოახერხა. 25 ქულა ჰქონდა მეორე ამერიკელ უილ კლაიბერნს.