შენგელიას 9 ქულა და მორიგი გამარჯვება ამხანაგურ მატჩში

შენგელიას 9 ქულა და მორიგი გამარჯვება ამხანაგურ მატჩში

ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ მეორე მატჩი გამართა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ. თოკოს ცსკა-მ მოსკოვის მბა-ს უმასპინძლა და 36 ქულის სხვაობით, 99:63 დაამარცხა.

ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და 18 წუთი ითამაშა. ამ დროში მან 9 ქულა, 6 მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასი მიითვალა. თორნიკემ 9-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

საინტერესოა, რომ 9 ქულა ცსკა-ს კიდევ ოთხ კალათბურთელს ჰქონდა, ხოლო 10-ქულიანი ბარიერი ორმა გადალახა: მაიკ ჯემსს 19 ქულა მოუგროვდა, ხოლო ჯოელ ბოლომბოის – 12.

ცსკა-ს მომდევნო მატჩი 2 სექტემბერს პოდმოსკოვიეს „ხიმკის“ წინააღმდეგ ელის.