შენგელიას მე-5 პერსონალური ოვერტაიმში და ცსკა მარცხი ბელგრადში

შენგელიას მე-5 პერსონალური ოვერტაიმში და ცსკა მარცხი ბელგრადში

მოსკოვის ცსკა-ს ევროლიგაში ასეთი ცუდი სტარტი დიდი ხანია, არ ჰქონია. არმიელებმა 5 მატჩიდან უკვე 3 წააგეს. ამჯერად მოსკოველები ბელგრადში, ცრვენა ზვეზდასთან, ოვერტაიმში დამარცხდნენ – 84:86. თორნიკე შენგელიას ბოლომდე არ უთამაშია. მან ოვერტაიმის მეორე წუთზე მე-5 პერსონალური მიიღო და გადამწყვეტ მომენტში თავისიანებს ვერ დაეხმარა. 

საერთო ჯამში, შენგელიამ 21:02 წუთში 8 ქულა ჩააგდო (მხოლოდ ერთი ორქულიანი ესროლა და ჩააგდო, ჩააგდო ორიდან ერთი სამქულიანი, საჯარიმოს ხაზიდან ცუდად ესროლა – 6-დან 3 ჩააგდო). ქართველის ანგარიშზე 4 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრაა. მან ორჯერ დაკარგა ბურთი და მის წინააღმდეგ 6-ჯერ დაჯარიმდნენ. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 11, ცსკა-შიც კი მხოლოდ მეოთხე იყო. 

ცრვენა ზვეზდას ამერიკელმა ლოიდმა მოაგებინა, რომელმაც 31 ქულა ჩააგდო, ცსკა-ს ჰაკეტს 29 ქულა ჰქონდა. ცსკა-მ ხუთი მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო და 3 დათმო. 29 ოქტომბერს თორნიკე შენგელიას გუნდი ესპანურ ვალენსიას უმასპინძლებს.