შენგელიას მილანში ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა

შენგელიას მილანში ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა

ევროლიგის მე-7 ტური წარუმატებელი აღმოჩნდა შენგელიას “ბასკონიასთვის”. ესპანური გუნდი მილანში “არმანი ჯინსს” შეხვდა და 74:81 წააგო. არადა, თამაში თანაბრად მიდიოდა, პირველ ნახევარში უფრო ხშირად ბასკონიელები ლიდერობდნენ. მესამე პერიოდის შემდეგაც ისეთი ანგარიში იყო (56:53), შეხვედრა ბრძოლაში უნდა ჩამთავრებულიყო, თუმცა 4-წუთიანი მონაკვეთი მასპინძლებმა 14:2 მოიგეს და 15 ქულით დაინაურდნენ. ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა, შენგელიას დიდი მოწადინების მიუხედავად, შეუძლებელი აღმოჩნდა.

თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 26 წუთში მისმა შედეგიანობამ 12 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი და თითო ჩაჭრა-დაფარება შეადგინა. ქართველმა ფორვარდმა 60დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. შენგელიას სარგებლიანობის ინდექსმა 18 შეადგინა, რაც ესპანურ გუნდში საუკეთესო შედეგი გახლდათ. ქართული პასპორტის მქონე მეტ ჯენინგმა 23 წუთში 5 ქულა ჩააგდო, ბომბარდირი კი ნიკ სტაუსკასი გახდა 15 ქულით.

3 მოგებითა და 4 მარცხით “ბასკონია” 18-გუნდიან ევროლიგაში მე-12 ადგილზეა. შემდეგ ტურში, 14 ნოემბერს, შენგელიას გუნდი თელ ავივის მაკაბის უმასპინძლებს.