შენგელიას მორიგი შთამბეჭდავი შედეგი ესპანეთში: 28 ქულა და გამარჯვება

შენგელიას მორიგი შთამბეჭდავი შედეგი ესპანეთში: 28 ქულა და გამარჯვება

თორნიკე შენგელიას ბენეფისი ესპანეთის ჩემპიონატში. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ბასკონიას” ლიდერმა ესპანურ ლიგაში მორიგი დიდებული მატჩი ჩაატარა. შენგელიას გუნდმა “მურსიას” 87:85 სძლია, ქართველმა მძიმე ფორვარდმა კი 29:26 წუთში 28 ქულა, 10 მოხსნა (2 შეტევაში), 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა.

თორნიკემ 10-დამ 9 ორქულიანი და 11-დან 10 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 9-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 41-ს გაუტოლდა და დიდი ალბათობით, ჩვენებური ტურის საუკეთესო მოთამაშის ტიტულსაც მიიღებს. ეს გამორჩეული შედეგი, როცა შენგელია ესპანეთის ჩმპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დასახელების რეალური კანდიდატია, საბოლოო წარმატების მიღწევას დიდად შეუწყობს ხელს.

“ბასკონიამ” 21 მოგება და 8 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილს ინარჩუნებს, მომდევნო მატჩს კი 3 მაისს მადრიდში, ლიდერ “რეალის” წინააღმდეგ გამართავს.