შენგელიას სარეკორდო 25 ქულა ცსკა-ს შემადგენლობაში

შენგელიას სარეკორდო 25 ქულა ცსკა-ს შემადგენლობაში

VTB-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში თორნიკე შენგელიას ცსკა ლოკომოტივ-ყუბანს ესტუმრა და 9 ქულით დამარცხდა, 94:103. პირველი ტაიმი ფრედ 53:53 დასრულდა, მაგრამ ყუბანმა მეორე ტაიმში მესამე და მეოთხე პერიოდები მოიგო და მატჩიც გამარჯვებით დაასრულა. შენგელიასთვის ეს მატჩი გამორჩეული იმით იყო, რომ მან არმიულ კარიერაში პირადსარეკორდო – 25 ქულა ჩააგდო. 

თორნიკემ 29:42 წუთი ითამაშა, რა დროშიც 25 ქულას 5 მოხსნა და 2 პასი მიამატა. ქართველმა კალათბურთელმა 15-დან 11 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მოსკოვურ კლუბს 23 მატჩში 16 მოგება და 7 მარცხი აქვს. ცსკა მე-4 ადგილზეა და მომდევნო ტურში ნიჟნი ნოვგოროდს დაუპირისპირდება.