საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია იტალიის სერია A-ს ფინალშია. მისმა ვირტუს ბოლონიამ ნახევარფინალურ სერიაში 3:0 დაამარცხა “ტორტონა”. ანუ ბოლონიელებმა პლეი ოფის მეოთხედფინალური და ნახევარფინალური სერიები დაუმარცხებლად განვლეს და ახლა ჩემპიონობისთვის მილანურ არმანი ოლიმპიას დაუპირისპირდება.
ნახევარფინალური სერიის მე-3 შეხვედრა ბოლონიელებმა სტუმრად მოიგეს. ტორტონამ მეტოქეს სოლიდური წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა საბოლოო წარმატებისთვის რესურსი და ძალა არ ეყო. შეხვედრა ვირტუსის გამარჯვებით – 89:82 დასრულდა.
შენგელიამ მოედანზე 27 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი დააგროვა. შენგელიამ 9-დან 3 ორქულიანი, 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. თორნიკეს მატჩში სამქულიანი არ უსვრია. აღსანიშნავია, რომ სერჯიო სკარიოლოს ხელმძღვანელობით, ვირტუსმა მეასე მატჩი მოიგო.
ვირტუსი ფინალში გავიდა, სადაც მათი მეტოქე ოლიმპია მილანო იქნება, რომელმაც სასარის მეორე ნახევარფინალში იმავე ანგარიშით 3:0 მოუგო. ფინალური სერიის პირველი მატჩი 10 ივნისს, მილანში გაიმართება.