შერმადინი და მაკფადენი ესპანეთის თასის ფინალში ვერ გავიდნენ

შერმადინი და მაკფადენი ესპანეთის თასის ფინალში ვერ გავიდნენ

სენსაცია არ მოხდა და გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” და თად მაკფადენის “მურსიამ” ესპანური გრანდები – შესაბამისად “რეალი” და “ბარსელონა” ვერ დაამარცხეს და თასის ფინალში ვერ გავიდნენ. სამეფო თასის გათამაშების ნახევარფინალში ტენერიფელები “რეალთან” 74:94 დამარცხდა, ხოლო “მურსიამ” “ბარსელონასთან” შეხვედრა 90:103 დათმო.

საქართველოს ნაკრების ორივე წევრი თავის გუნდში გამორჩეული იყო. შერმადინმა ტენერიფელთა შორის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა: 15 წუთი, 14 ქულა (6/5 ორქულიანი, 4/4 საჯარიმო), 2 მოხსნა. მატჩის სნაიპერი „რეალის“ ცენტრი ედი ტავარეში გახდა – 15 ქულა ჩააგდო.

რაც შეეხება თად მაკფადენს, მურსიას ქართულპასპორტიანმა ამერიკელმა უკანახაზელმა 22:40 წუთში 18 ქულა, 2 პასი და 2 მოხსნა მიითვალა. როგორც ნახევარფინალში “ვალენსიასთან”, მაკფადენმა ამჯერადაც 5 სამქულიანი ჩააგდო. მისი სროლის სტატისტიკა ასეთია: 4-დან 1 ორქულიანი, 9-დან 5 სამიანი და 1-დან 1 საჯარიმო.

შერმადინიც და მაკფადენიც თბილისში დღეს გამოემგზავრება და ხვალიდან საქართველოს ნაკრებს შეუერთდება. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ეროვნული გუნდი მსოფლიოს 2023 წლის საკვალიფიკაციო ტურნირში ჩრდილოეთ მაკედონიას 24 თებერვალს თბილისში, ხოლო 27-ში სკოპიეში დაუპირისპირდება.