გიორგი შერმადინი ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანური “ტენერიფეს” ლიდერი მიმდინარე სეზონში ყველა იმ ტურნირში ყოჩაღობს, რომელშიც ასპარეზობს და რიგი ტიტულები უკვე მოიგო, ნაწილისთვის კი იბრძვის. ჩემპიონთა ლიგა ფინალურ ეტაპამდეა მისული და 8 საუკეთესო გუნდი ნიჟნი ნოვგოროდში შეიკრიბა, სადაც ტურნირის სიმბოლური ხუთეული დაასახელეს
ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურმა საიტმა დააანონსა, რომ ტურნირის საუკეთესო კალათბურთელს (MVP) პარასკევს გამოაცხადებს. მანამდე სიმბოლური ხუთეული დაასახელა, რომელსაც „ვარსკვლავთა ხუთეული“ უწოდა.
ესეც საუკეთესო ხუთი კალათბურთელი: სი ჯეი ჰარისი (ჰოლონი, ისრაელი), კეისი შეფარდი (ნიჟნი ნოვგოროდი, რუსეთი), ბონზი კოლსონი (სტრასბური), რეიმარ მორგანი (კარშიაკა, თურქეთი), გიორგი შერმადინი (ტენერიფე, ესპანეთი).
მეოთხედფინალურ მატჩში შერმადინის “ტენერიფე” დღეს “ფრანგულ “სტრასბურს” დაუპირისპირდება.