შერმადინი “რეალთან” საუკეთესო იყო

შერმადინი “რეალთან” საუკეთესო იყო

გიორგი შერმადინის “უნიკახა” მადრიდში ესპანეთისა და ევროლიგის მოქმედ ჩემპიონ “რეალს” დაუპირისპირდა და დიდი ბრძოლა გაუმართა, სტუმართაგან კი საუკეთესო ქართველი ფორვარდი იყო, რომელიც მიმდინარე სეზონში პირველად გამოჩნდა სასტარტო ხუთეულში.

მატჩი მადრიდელებმა ბრძოლაში – 89:82 მოიგეს. შერმადინმა მოედანზე 20 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 8-დან 5 ორქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 15-ს გაუტოლდა და ეს “უნიკახას” რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

“რეალის” რიგებში საუკეთესო ვალტერ ტავარესი იყო 14 ქულითა და 11 მოხსნით, ფაკუ კამპაცომ კი 13 ქულას 5 პასი წაამატა. 2 მოგების შემდეგ “უნიკახასთვის” ეს გახლდათ პირველი მარცხი და მალაგელები მე-5 ადგილზე არიან. მომდევნო ტურში შერმადინის გუნდი “გრან კანარიას” უმასპინძლებს.