შერმადინი სარაგოსაში მოგებული მატჩის MVP გახდა

შერმადინი სარაგოსაში მოგებული მატჩის MVP გახდა

გიორგი შერმადინი ისევ საუკეთესოა. “ტენერიფეს” ქართველმა ცენტრმა თავის გუნდს სარაგოსაში ულიდერა და MVP-ის ტიტულიც დაიმსახურა. რაკი ტიტული ქართველს ერგო, მისმა გუნდმა მოიგო – 77:62 საბოლოო ანგარიში. 

თანაბარი პირველი ტაიმის ბოლოს კუნძულელებმა მცირე უპირატესობა მოიპოვეს, მეორე ტაიმის დასაწყისში +12 ქულით დაწინაურდნენ და გამარჯვების შანსი ხელიდან აღარ გაუშვიათ.

20 ქულა მოაგროვა „ტენერიფეს“ ბრაზილიელმა გამთამაშებელმა მარსელინიო უერტასმა, რომელიც ქულებს უმეტესად შერმადინის ბლოკების დახმარებით აგროვებდა.

შერმადინის მონაგარი ასეთი იყო: 26 წუთი, 22 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი. გიორგიმ 9 ცდიდან 8 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმოდან კი 6-დან ყველა მიზანში გაარტყა. მარგი ქმედების კოეფიციენტიც (+36) ყველაზე მეტი დაუგროვდა და ცხადია, სწორედ ის აღიარეს მატჩის საუკეთესო კალათბურთელად. ამ მაჩვენებლით შერმადინმა ტურის საუკეთესობაზეც გააკეთა თამამი განაცხადი. ტურის დარჩენილი მატჩები კვირას გაიმართება.