შერმადინის 11 ქულა და გამარჯვება “ხუვენტუტთან”

შერმადინის 11 ქულა და გამარჯვება “ხუვენტუტთან”

მცირე ტრავმის შემდეგ გიორგი შერმადინი მოედანს დაუბრუნდა. შერმადინის “უნიკახამ” ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში ბადალონას “ხუვენტუტი” მიიღო და 86:74 იმარჯვა, ქართველმა ცენტრმა კი 18:15 წუთი ითამაშა და 11 ქულა, 5 მოხსნა (3 შეტევაში), 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა.
გიორგიმ 3-დან 2 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
მალაგელებმა მე-5 გამარჯვება იზეიმეს და მე-8 ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო მატჩი კი 10 დეკემბერს, შერმადინის ყოფილ კლუბ “სარაგოსასთან” ელით.