შერმადინის 12 ქულა და მორიგი გამარჯვება ესპანეთის ჩემპიონატში

შერმადინის 12 ქულა და მორიგი გამარჯვება ესპანეთის ჩემპიონატში

2022 წლის ბოლო შეხვედრა, ისევე როგორც გასული წლის უმეტესი მატჩები, წარმატებული აღმოჩნდა გიორგი შერმადინის “ტენერიფესთვის”. კანარის კუნძულების გუნდმა ესპნეთის ჩემპიონატი სმე-13 ტურში ლიგა ენდესას დებიუტანტ “გრანადას” უმასპინძლა და 18-ქულიანი გამარჯვება გაიფორმა – 98:66.

გიორგი შერმადინმა პარკეტზე 17:13 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა. მან 6-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო გამოიყენა. მატჩის საუკეთესო კალათბურთელი შერმადინის თანაგუნდელი გახდა. ხაიმე ფერნანდესმა გრანადელებს 21 ქულა ჩაუგდო.

ტენერიფე 20 ქულით ლიგა ენდესაში მეორე ადგილზეა. მათი მეტოქე მომდევნო ტურში თად მაკფადენისა და რატი ანდრონიკაშვილის მურსია იქნება. მე-14 ტური ესპანეთში 6 იანვარს გაიმართება.