შერმადინის 14 და სანიკიძის 8 ქულა: “სარაგოსამ” “ბილბაო” გაანადგურა

შერმადინის 14 და სანიკიძის 8 ქულა: “სარაგოსამ” “ბილბაო” გაანადგურა

გიორგი შერმადინისა და ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსამ” ესპანეთის პრიმერადივიზიონში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. სარაგოსელებმა “ბილბაოს” უმასპინძლეს და საკმაოდ იოლად – 88:72 დაამარცხეს.
არაგონული გუნდის გამარჯვებაში ქართელების წვლილი უდიდესია. შერმადინი საერთო სარგებლიანობით სარაგოსელთა შორის მეორე იყო პედრო ლომპარდის შემდეგ. შერმადინმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა 21 წუთი დასჭირდა 14 ქულის მოსაგროვებლად. ქართველმა ცენტრმა 6-დან 5 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. გიორგის ანგარიშზე 14 ქულსთან ერთად 2 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა დაგროვდა.

ვიქტორ სანიკიძეც სასტარტოში იყო და მოედანზე 27 წუთი გაატარა. ვიქტორმა 3-დან 3 ორქულიანი და 7-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამიანი კი ააცილა. 8 ქულასთან ერთად სანიკიძემ 9 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.
“სარაგოსაში” საუკეთესო შედეგი, როგორც ვთქვით, პედრო ლომპარდის ჰქონდა – 16 ქულა და 6 პასი. ბილბაოელთაგან კი საუკეთესოები ესპანეთის ეროვნული ნაკრების წევრები – ხერმან გაბრიელი (19 ქულა) და ალექს მუმბრუ (11) გახლდნენ.
“სარაგოსას” 10 მოგების წილ 8 მარცხი აქვს და ამ შედეგით 6 ადგილზეა გამაგრებული. პრიმერადივიზიონში მომდევნო მატჩს ქართველების გუნდი 16 თებერვალს, სტუმრად, “ტენერიფესთან” გამართავს.