შერმადინის 14 ქულა და მორიგი გამარჯვება ევროთასზე

შერმადინის 14 ქულა და მორიგი გამარჯვება ევროთასზე

გიორგი შერმადინის “უნიკახამ” ულებ-ის ევროთასზე მორიგი, გასვლითი გამარჯვება მოიპოვა. მალაგელები ტურინში “ტორინოს” შეხვდნენ და დაძაბულ, დრამატულ ბრძოლაში 105:104 გაიმარჯვეს.

შერმადინი სათადარიგო იყო. ქართველმა ცენტრმა მოედანზე გატარებულ 21:04 წუთში 14 ქულა, 6 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.
გიორგიმ 9-დან 6 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

საინტერესოა, რომ სტუმართა მხრიდან 10-ქულიან ზღვარს ერთბაშად 6 კალათბურთელი ასცდა (ფერნანდესი – 19, სალინი – 11, დიეზი – 14, შერმადინი – 14, რობერტსი – 12, ვილჯერი – 17). 

5 ტურის შემდეგ “უნიკახას” 4 მოგება აქვს და ჯგუფს ყაზანის “უნიკსთან” ერთად ლიდერობს. ევროთასზე მალაგელებს მომდევნო მატჩი 7 ნოემბერს ელით – შინ ლიტვურ “რიტასს” უმასპინძლებენ.