შერმადინის 19 ქულა და დასანანი მარცხი ანდორასთან ესპანეთის სამეფო თასზე

შერმადინის 19 ქულა და დასანანი მარცხი ანდორასთან ესპანეთის სამეფო თასზე

გიორგი შერმადინის “ტენერიფე იბეროსტარი”, რომელიც მიმდინარე სეზონში წარმატებით ასპარეზობს როგორც ესპანეთის ჩემპიონატში, ისე ფიბას ჩემპიონთა ლიგაში, მოულოდნელი წარუმატებლობა განიცადა. ესპანეთის სამეფო თასზე, რომელშიც ლიგის საუკეთესო 8 გუნდი მონაწილეობს, მეოთხედფინალში “ანდორასთან” დამარცხდა და პრესტიჟულ ტურნირს გამოეთიშა.

2 წლის წინ შერმადინი სწორედ ანდორაში თამაშობდა და ამ გუნდის ისეთივე ლიდერი იყო, როგორიც დღეს ტენერიფეშია. შეხვედრა ანდორელთა გამარჯვებით – 87:85 დასრულდა. ქართველი ცენტრი თამაშში სათადარიგითა სკამიდან ჩაერთი და 22:25 წუთში 19 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა. შერმადინმა 11-დან 7 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. ტენერიფელთაგან საუკეთესო იყო მარსელინიუ უერტასი, რომელმაც 20 ქულა და 12 პასი მოაგროვა. 

თასის ნახევარფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ:

რეალი – ვალენსია
უნიკახა – ანდორა