შერმადინის 19 ქულა, MVP-ის ტიტული და გამარჯვება ბილბაოში

შერმადინის 19 ქულა, MVP-ის ტიტული და გამარჯვება ბილბაოში

შერმადინისა და მისი “ტენერიფე იბეროსტარის” მეორე გამარჯვება ესპანეთში. ლიგა ენდესას მე-2 ტური ბილბაო ბასკეტისა და იბეროსტარ ტენერიფეს მატჩით გაიხსნა, რომელიც სტუმრებმა გიორგი შერმადინის ლიდერობით 81:70 მოიგეს.

საქართველოს ნაკრების ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 24:44 წუთში 19 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. შერმადინმა 10-დან 5 ორქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო ჩააგდო, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, გიორგი სარგებლიანობის კოეფიციენტი 20-ს გაუტოლდა და ის მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა.

ტენერიფელთა მხრიდან 10-ქულიან ზღვარს ურუგვაელი ბრუნო ფიტიპალდო (19), კანადელი აარონ დორნეკამპი (16) და ესპანელი დანი დიეზიც (13) ასცდნენ, ბილბაოელებს კი 19 ქულით ამერიკელმა ჯეილენ ბრაუნმა ულიდერა.

იბეროსტარ ტენერიფე 2 მოგებით ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა, მომდევნო შეხვედრას კი 26 სექტემბერს სტუმრად მურსიასთან ჩაატარებს