შერმადინის 20 ქულა და 9 მოხსნა ბადალონაში მოგებულ მატჩში

შერმადინის 20 ქულა და 9 მოხსნა ბადალონაში მოგებულ მატჩში

ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში დამაჯერებელი გასვლითი გამარჯვება მოიპოვა “ლევონო ტენერიფემ”, რომელმაც სტუმრად “ხუვენტუდი” 74:58 გაანადგურა და ამაში გიორგი შერმადინის წილი უდიდესია. ქართველი ცენტრი ამჯერად ვერ გახდა მატჩის MVP, მას თანაგუნდელმა მარსელინიო უერტასმა შედეგიანობით ოდნავ აჯობა. 

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 26:46 წუთში 20 ქულა, 9 მოხსნა, 1 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 8-დან 6 ორქულიანი და 11-დან 8 საჯარიმო ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 27 შეადგინა, რაც 2-ით ნაკლებია მარსელინიო უერტასისაზე, რომელმაც 22 ქულა, 6 პასი, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა.

“ტენერიფეს” 11 მოგების წილ 8 მარცხი აქვს და ცხრილში მე-5 ადგილზეა.