გიორგი შერმადინს გულით უნდოდა ესპანეთის სამეფო თასის მოგება და საამისოდ ყველაფერი გააკეთა. ქართველი ცენტრი მატჩის სტატისტიკური ლიდერი გახლდათ, თუცა მისი გუნდი ტენერიფე ფინალში მაინც დამარცხდა. უნიკახამ დაძაბულ ბრძოლაში – 83:80 მოუგო ტენერიფეს და ესპანეთის სამეფო თასის გამაჯვებული გახდა.
შერმადინმა მოედანზე ორივე გუნდის რიგებში ყველაზე მეტი – 32:06 წუთი დაჰყო და 20 ქულა, 9 მოხსნა (2 შეტევაში), 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
გიორგიმ 8-დან 7 ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ვეტერანი ქართველი ცენტრის სარგებლიანობის კოეფიციენტი 31-ს გაუტოლდა და ეს, მატჩის საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
შეგახსენებთ, რომ ტენერიფელებმა სამეფო თასის მეოთხედფინალში გრან კანარიას 89:73 სძლიეს, ნახევარფინალში ხუვენტუტი 73:72 დაამარცხეს, გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა კი ვეღარ მოახერხეს.