შერმადინის 22 ქულა, 10 მოხსნა და დამსახურებული MVP-ის ტიტული ბურგოსთან მოგებულ მატჩში

შერმადინის 22 ქულა, 10 მოხსნა და დამსახურებული MVP-ის ტიტული ბურგოსთან მოგებულ მატჩში

შერმადინისგან MVP-ის ტიტული არავის უკვირს. საინტერესო ის გახდა, თუ რამდენად შთამბეჭდავი თამაშით მოახერხებს ესპანური ტენერიფე იბეროსტარის ქართველი ცენტრი ამ ყოველსამატჩო ტიტულის მოპოვებას. ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში გიორგის ტენერიფემ ბურგოსს 3 ქულით, 85:82 მოუგო. ქართველმა კალათბურთელმა საოცარი მატჩი ჩაატარა. მან 27:57 წუთში 22 ქულას, 10 მოხსნასა და 2 პასს მოუყარა თავი. შერმადინმა 14-დან 9 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. გიორგიმ ბურთი 5-ჯერ მეტოქის ფარზე მოხსნა და 5-ჯერ საკუთარი გუნდის ფარზე.

შერმადინის კლუბმა ბოლო მეოთხედი 9 ქულით წააგო, თუმცა მეორე და მესამე მეოთხედებში მოპოვებული უპირატესობა გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა. 5 მოგებითა და 3 წაგებით იბეროსტარი ცხრილში მე-4 პოზიციაზეა. შერმადინის გუნდი მომდევნო ტურში ხუვენტუდ ბადალონას შეხვდება.