შერმადინის 6 ქულა და 3 მოხსნა ბოლონიაში

შერმადინის 6 ქულა და 3 მოხსნა ბოლონიაში

ბოლო დროს წარმატებულად მოასპარეზე გიორგი შერმადინის „კანტუმ“ მარცხი განიცადა. კანტუელები ბოლონიაში ამავე სახელწოდების გუნდს ესტუმრნენ და 12 ქულის სხვაობით – 96:108 წააგეს.
მიუხედავად იმისა, რომ სასტარტო ხუთეულში იყო, შერმადინს მხოლოდ 12 წუთი მოუწია თამაშმა. ქართველმა ლეგიონერმა 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 6 ქულასთან ერთად გიორგის 3 მოხსნა ჰქონდა.
ჩინებულად გაისარჯა კანტუელთა ამერიკელი ლეგიონერი დარიუს ჯონსონ-ოდომი, რომელმაც 27 ქულა და 7 პასი დააგროვა, მაგრამ მხოლოდ მისი გარჯა არ აღმოჩნდა გასამარჯვებლად საკმარისი.
9 მოგებითა და 10 წაგებით „კანტუ“ იტალიის უმაღლეს ლიგაში მე-10 ადგილზეა. მომდევნო მატჩი კი საკმაო პაუზის შემდეგ – 1 მარტს ელის, როცა სასარიში „დინამოს“ დაუპირისპირდება.