შერმადინის 7 ქულა და ტენერიფეს მარცხი ბარსელონაში

შერმადინის 7 ქულა და ტენერიფეს მარცხი ბარსელონაში

წლებია, ლენოვო ტენერიფე ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერებშია, მაგრამ ესპანური ლიგის ნამდვილი გრანდები – რეალი და ბარსელონა დამარცხებული არ ჰყავს. მორიგი შანსი ტენერიფელებს 12 ნოემბერს ჰქონდათ, როცა კატალონიაში ბარსელონას დაუპირისპირდნენ, მაგრამ გრანდის დასამარცხებლად ძალები ბოლომდე არ ეყოთ. 

ბოლო პერიოდის წინ ბარსელონა ტენერიფეს მხოლოდ 4 ქულით ამარცხებდა, თუმცა შეხვედრა ისე ჩამთავრდა, შერმადინის გუნდს მოგების შანსი არ მისცემია. საბოლოოდ კატალონიელებმა 94:83 მოიგეს. ქართველმა ცენტრმა მოედანზე მხოლოდ 18 წუთი გაატარა. ამ დროში ქართველმა ცენტრმა 7 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. გიორგიმ 4-დან 2 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

ბარსელონაში 18 ქულით ჯაბარი პარკერი იყო საუკეთესო, ტენერიფეში კი მარსელინო უერტასმა შეძლო 13 ქულის და 8 პასის დაგროვება, მაგრამ თავისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.

ლენოვო ტენერიფე 4 მოგებით და 5 წაგებით მე-13 ადგილზეა. კანარიელები მომდევნო ტურში 18 ნოემბერს, პალენსიას უმასპინძლებენ.