შერმადინის 8 ქულა და საშინაო მარცხი

შერმადინის 8 ქულა და საშინაო მარცხი

ესპანეთის ჩემპიონატის მორიგი ტური წარუმატებელი გამოდგა გიორგი შერმადინის გუნდისთვის. “უნიკახამ” მალაგაში უმასპინძლა “იბეროსტარს” და 61:78 დამარცხდა. შეხვედრაში არ უთამაშია საქართველოს ნაკრების წევრ თად მაკფადენს, რომელიც ტრავმირებულია. 

შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 16:53 წუთში 8 ქულა, 5 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 2 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ. შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი 13-ს გაუტოლდა და ის თანაგუნდელთა რიგებში მხოლოდ ფრანგ ცენტრ მატიას ლესორს (27) ჩამორჩა, რომელმაც 12 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა და თან მის წინააღმდეგ ერთბაშად 9-ჯერ დაჯარიმდნენ.

მალაგელებს 10 მოგება და 5 მარცხი მოუგროვდათ და ესპანეთის ჩემპიონატში მე-4 ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო მატჩს კი 12 იანვარს, ისევ შინ, მადრიდულ “ესტუდიანტესთან” გამართავს.