შერმადინის 9 ქულა რეგულარულის ბოლო მატჩში და ტენერიფეს უშანსო მარცხი ბარსელონასთან

შერმადინის 9 ქულა რეგულარულის ბოლო მატჩში და ტენერიფეს უშანსო მარცხი ბარსელონასთან

ესპანეთის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში ტენერიფემ ბარსელონას უმასპინძლა და უშანსოდ – 72:96 დამარცხდა. ამ მატჩს სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა არ ჰქონდა. ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში გიორგი შერმადინის ტენერიფე მე-3 ადგილზე გადიოდა.

ამ მატჩში თავი ვერ გამოიჩინა გასული და მიმდინარე სეზონის კიდევ 13 ტურის საუკეთესო მოთამაშე გიორგი შერმადინმა. ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო, მან 20:32 წუთში 9 ქულა და 5 მოხსნა მოუტანა გუნდს. მან ერთხელ დაკარგა ბურთი და 2-ჯერ დაჯარიმდა. შერმადინს მოედანზე მოუწია ლეგენდარულ პაუ გასოლთან ორთაბრძოლა, რომელმაც შეხვედრა 12 ქულითა და 5 მოხსნით დაასრულა.

ტენერიფემ სეზონი 27 მოგებითა და 7 მარცხით დაასრულა, მე-3 ადგილზე გავიდა და მეოთხედფინალში მე-6 ადგილზე გასულ თად მაკფადენის “ბურგოსს შეხვდება.