ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში 25-ე ტურის გამოტოვებული მატჩი გაიმართა, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრთა გუნდები შეხვდნენ. თად მაკფადენის “ბურგოსმა” გიორგი შერმადინის “ტენერიფეს” უმასპინძლა და ისევ დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები ბოლო 2 თვეში ერთმანეთს მეოთხედ შეხვდნენ – ორჯერ ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაში და ესპანეთის თასზე. ბურგოსს 3 მატჩი ჰქონდა ამ დაპირისპირებებიდან წაგებული და ისევ დამარცხდა. ამჯერად – 86:98.
შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო, მაკფადენი – შეცვლაზე შევიდა. შერმადინის ანგარიშზე 12 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასია. მაკფადენმაც 12 ქულა მოუტანა თავის გუნდს, პლუს 2 მოხსნა და 1 პასი. გიორგიმ 17:13 წუთი ითამაშა და 6-დან 5 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 14 შეადგინა, ხოლო ამ მხრივ საუკეთესოები მარსელინიო ჰუერტასი (31), აარონ დორნკამპი (23) და ტაილერ კავანა (19) იყვნენ.
ტენერიფეს 22 მოგება და 5 მარცხი აქვს და ისევ მე-3 ადგილზე იმყოფება რელისა და ბასრას ზურგსუკან. ბურგოსი 17 მოგებითა და 7 მარცხის მე-5 ადგილზეა. 11 აპრილს შერმადინის გუნდი ესტუდიანტესს მასპინძლობს, ხოლო მაკფადენის გუნდი ფუენლაბრადას ესტუმრება.