შერმადინის გაამრჯვების პასი და MVP-ის დამსახურებული ტიტული მურსიასთან დრამატულ მატჩში

შერმადინის გაამრჯვების პასი და MVP-ის დამსახურებული ტიტული მურსიასთან დრამატულ მატჩში

ესპანეთის ჩემპიონატში დაუმარცხებელმა გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” მესამე ტურის მატჩში დრამატულ ბრძოლაში “მურსია” დაამარცხა, შეხვედრის მთავარი გმირი კი ქართველი ლეგიონერი გახდა. ტენერიფელები ბოლო პერიოდში 17 ქულით აგებდნენ, თუმცა უდიდესი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და სასწაულის ტოლფასი გამარჯვება მოიპოვეს.

თავად განსაჯეთ: სტუმრად მოთამაშე “ტენერიფემ” ბოლო პერიოდი 43:24 მოიგო და საბოლოოდ 2 ქულის სხვაობით – 84:82 გაიმარჯვა. გამარჯვების მომტანი ბურთი სტუმრებმა საფინალო სირენის თანხლებით ჩააგდეს, რაც ქართველი ცენტრის დიდი დამსახურებაა. გიორგი შერმადინმა ზედ ბოლო წამზე ულამაზესი და გამოზომილი პასი მიაწოდა ფარქვეშ მყოფ საშუ სალინს, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

გიორგი შერმადინმა პარკეტზე 21:07 წუთი ითამაშა, რა დროშიც 18 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. გიორგიმ 7-დან 6-ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა, რაც მატჩის მონაწილეთაგან საუკეთესო შედეგი გახლდათ. “შერმინატორი” ღირსეულად დასახელდა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ.

ტენერიფე ჩემპიონატს 3 მოგებით, “ბასკონიასთან” ერთად ლიდერობს და მომდევნო ტურში ფუენლაბრადას ეთამაშება.