შერმადინის ორმაგი დუბლი, გამარჯვება და MVP-ს ტიტული

შერმადინის ორმაგი დუბლი, გამარჯვება და MVP-ს ტიტული

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგი ეფექტური მატჩი გამართა გიორგი შერმადინმა. მან ყოფილი კლუბის, „ანდორას“ წინააღმდეგ 17 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა. გიორგის „ტენერიფემ“ კი მეორე ტაიმში გატეხა ანდორელთა წინააღმდეგობა – 93:81.

ტენერიფელებს დაუბრუნდათ გამთამაშებელი მარსელინიო უერტასი (მან წინა ტურის მატჩი გამოტოვა), რომლის გამოჩენამ გუნდზეც დადებითად იმოქმედა და შერმადინის შედეგიანობაზეც. ქართველი ცენტრის სტატისტიკა ასეთი იყო: 27 წუთი, 17 ქულა, 11 მოხსნა, 2 პასი. გიორგიმ 9-დან 7 ორქულიანი და 3-დან 3 სამიანი ჩააგდო. მარგი ქმედების კოეფიციენტი 32 და შერმადინი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

უერტასმა მატჩი 19 ქულითა და 9 პასით დაასრულა.

„ტენერიფეს“ 15 ტურის შემდეგ 13 მოგება აქვს და „რეალის“ შემდეგ მეორე ადგილზეა.