შერმადინის შედეგიანმა თამაშმა ტენერიფეს ვალენსიასთან ვერ უშველა

შერმადინის შედეგიანმა თამაშმა ტენერიფეს ვალენსიასთან ვერ უშველა

გიორგი შერმადინის დიდებული თამაშის მიუხედავად, ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ტურში ტენერიფე შინ ვალენსიასთან დამარცხდა. ქართველ ცენტრს მხარი კარგა დვერ აუბეს თავისიანებმა და ის ემოხდა, რომ ბოლო წლებში ტენერიფელებს ყველაზე ცუდი სტარტი აქვთ – 2-დან 2 მარცხი. შერმადინის გუნდი პირველ ტურში სტუმრად უნიკახასთან 23 ქულით დამარცხდა, ახლა კი შინ ვალენსიასთან შინ ბრძოლაში – 86:94 დამარცხდა. 

ტენერიფემ პირველი პერიოდი 25:19 მოიგო, რის შემდეგაც ზედიზედ ორი მეოთხედი დათმო და მეტოქე ბოლო მეოთხედის წინ 12 ქულით გაექცა. ვალენსიამ გადამწყვეტი უპირატესობა მეორე პერიოდში მოიპოვა, როდესაც მეტოქეს 15 ქულით აჯობა.

გიორგი შერმადინმა 22:55 წუთი ითამაშა, რა დროშიც ერთნაირი რაოდენობითა და სიზუსტით ესროლა ორქულიანები და საჯარიმოები: 9-დან 7 ორქულიანი და 9-დან შვიდი საჯარიმო. გიორგიმ ბურთი 3-ჯერ მოხსნა მეტოქის ფარზე და 4-ჯერ ტენერიფეს ფარზე. ბურთი სამჯერ ჩაჭრა და დაკარგვა არ ჰქონია. ქართველი ცენტრი მატჩის MVP გახდა. მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 28 შეადგინა. 

შერმადინის გუნდი მომდევნო ტურში თად მაკფადენის მურსიას ესტუმრება, რომელმაც მეორე ტურში ბასკონიას აჯობა.