2020-21 წლების სეზონის ესპანეთის საუკეთესო კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა ახალ სეზონში პირველი ორმაგი დუბლი მიითვალა. მან „გრან კანარიასთან“ 25 ქულას 10 მოხსნა მიამატა. ქართველი ცენტრის ეფექტური თამაშის წყალობით „ტენერიფემ“ „გრან კანარია“ 98:89 დაამარცხა.
შერმადინის სრული სტატისტიკა: 25 წუთი, 25 ქულა (7/7 ორქულიანი, 13-დან 11 საჯარიმო), 10 მოხსნა, 1 პასი, 1 დაფარება. მატჩი ორი ჯარიმით დაასრულა, მასზე კი წესები 10-ჯერ დაარღვიეს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ქართველი ცენტრის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 41-ს მიაღწია.
აღსანიშნავი და სიმბოლურია, რომ შერმადინის უშუალო კონკურენტი ამ მატჩში გახლდათ იგორ პუსტოვოი. გრან კანარიას ცენტრი უკრაინის ნაკრების ხუთეულის წევრია და 26 ნოემბერს საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ თბილისში ჩამოვა. პისტოვოიმ ამ მატჩში 22 წუთი ითამაშა და 8 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა. მან პირწმინდად წააგო პირადი დუელი გიორგი შერმადინის.
ესპანურ კარიერაში მისი ყველაზე მაღალი მქკ 42 იყო (2020 წელს). სხვათა შორის, ასეთი მაღალი მაჩვენებელი მაშინაც „გრან კანარიასთან“ მატჩში ჰქონდა.
„ტენერიფეს“ 8 მოგება, 3 წაგება აქვს და ესპანეთის ჩემპიონატში მესამე პოზიციაზეა.