გიორგი შერმადინის ლაგუნა ტენერიფემ ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი წაუგებლად, 6 მოგებით დაასრულა. ბოლო ტურში ლაგუნამ ტენერიფეში ბერძნულ “კოლოსოსს” უმასპინძლა და 92:73 დაამარცხა. ქართველი ცენტრი სასტარტ ხუთეულში იყო და მოედანზე 16:32 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა.
შერმადინი არ დატვირთს, რადგან თამაშსი ბრძოლა არ შედგა. მასპინძლებმა დამაჯერებლად მოიგეს და ცხრილში პირველ ადგილზე გავიდნენ, რითაც ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე პირდაპირ გავიდნენ. გათამაშების ფორმატით, პირველ ეტაპზე 8 ჯგუფის გამარჯვებული პირდაპირ მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადავიდა, ხოლო მეორე და მესამე ადგილებზე გასული 16 გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპზს – ეგრეთწოდებულ პლეი-ინს თამაშობს, რათა დარჩენილი 8 საგზური მოიპოვოს. საკვალიფიკაციო სერიები 2 მოგებამდეა და სანამ გუნდები ერთმანეთში საუკეთესოებს ავლენენ, ტენერიფე დანარჩენი ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად დაისვენებს და მომდევნო მატჩებისთვის მოეზადება.
მე-2 ეტაპზე 4 ოთხგუნდიანი ჯგუფი იქნება და თამაშები 28 იანვარს დაიწყება. ტენერიფე K ჯგუფშია და ჯერჯერობით მისი ერთი მეტოქეა ცნობილი – ესპანური ბაქსი მანრესა. დანარჩენ 2 მეტოქეს საკვალიფიკაციო ეტაპი გაარკვევს.