შერმადინის ტენერიფემ ესპანეთის ჩემპიონატი მოულოდნელი მარცხით დაიწყო

შერმადინის ტენერიფემ ესპანეთის ჩემპიონატი მოულოდნელი მარცხით დაიწყო

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატი დაიწყო. პირველ ტურში სოლიდური მოულოდნელობა მოხდა, რომლის მონაწილეც ლიგის მოქმედი MVP, საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი შერმადინია. ქართველი ცენტრის “ლენოვომ”, რომელიც წინა სეზონში ნახევარფინალში გავიდა და ახლაც მაღალი მიზნები აქვს, ლიგის დებიუტანტ “ბრეგანთან” უშანსოდ – 73:92 დამარცხდა. 

შერმადინი სასტარტო შემადგენლობაში იყო, მან სულ 24:14 წუთი ითამაშა და ცოტა დააკლდა ორმაგ დუბლამდე – 9 ქულა და 8 მოხსნა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი – 15, გუნდში მეორე იყო. ბრეგანელებს ბოსნიელმა ჯანან მუსამ ულიდერა, რომელმაც 25 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა. 

შერმადინის გუნდი ესპანური ლიგის მეორე ტურში, 23 სექტემბერს, “უნიკახას” უმასპინძლებს.