შერმადინის “ტენერიფემ” “მანრესა” დაამარცხა და პლეი ოფის საგზური გაინაღდა

შერმადინის “ტენერიფემ” “მანრესა” დაამარცხა და პლეი ოფის საგზური გაინაღდა

გიორგი შერმადინმა და მისმა „ტენერიფემ“ ესპანეთის ჩემპიონატის 32 ტურის შეხვედრა გამართეს და მეოცე მატჩი მოიგეს. კუნძულელებმა შინ „მანრესას“ 94:83 სძლიეს. ამ გამარჯვებამ „ტენერიფეს“ რეგულარული ეტაპის დასრულებამდე სამი ტურით ადრე გაუნაღდა პლეი ოფის საგზური.

მანრესასთან“ შერმადინი სასტარტო ხუთეულში გახლდათ და 20 წუთი ითამაშა. მისი მონაგარი ასეთი იყო: 7 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი, 1 დაფარება. მასპინძელთა ბომბარდირი კაილ ვილტიე გახდა (19 ქულა), 9-დან 5 სამქულიანი ჩააგდო ფინელმა სასუ სალინმა (ჯამში 18 ქულა).

ტენერიფე“ უახლოეს მატჩს 6 მაისს ისრაელის „ჰოლონთან“ გამართავს. ეს გახლავთ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური დაპირისპირება. ოთხთა ფინალის სათამაშოდ გუნდები ესპანეთის ქალაქ ბილბაოში იკრიბებიან. მეორე წყვილში ერთმანეთის წინააღმდეგ ესპანური „მანრესა“ და გერმანული „ლუდვიგსბურგი“ წარდგებიან.