შერმადინმა მოსკოველებს 11 წუთში 10 ქულა ჩაუგდო

„პანათინაიკოსს“ ევროლიგის მორიგ ტურში გასეირნებასავით თამაში ჰქონდა რუსეთის „ხიმკისთან“ და ბერძნულმა გრანდმაც არ დაინდო მოსკოველები და ისინი 101:66 გაანადგურა. გიორგი შერმადინს სათამაშოდ 11 წუთი ებოძა, რაც საკმარისი აღმოჩნდა ქართველის ცენტრისთვის 10–ქულიანი ზღვარისთვის მისაღწევად.
შერმადინმა „პანათინაიკოსს“ 10 ქულა და 2 მოხსნა შეაწია. გიორგიმ 6-დან 4 ორქულიანი და ორივე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი კი ააცილა.
ქართველმა კალათბურთელმა ბურთი ორჯერ დაკარგა, სამჯერ დაჯარიმდა, მეტოქეებმა კი მასზე 1 ფოლი მიიღეს.
ათენელებმა პირველ მეოთხედში 28:14 იმარჯვეს და მეტოქე ახლოს არც დარჩენილ დროში გაუკარებიათ, მათ შორის საუკეთესო დიამანტიდისი კი 22 ქულას გამორჩა.
“პაოს” ცენტრის პოზიციაზე შერმადინის კონკურენტმა, ჩერნოგორიელმა ნიკოლა პეკოვიჩმა 25 წუთში 20 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა.
ორი ტურის შემდეგ ათენელები ქულათა მაქსიმუმით D ჯგუფს ლიდერობენ. ბერძნული გრანდი მომდევნო მატჩს 5 ნოემბერს მადრიდში “რეალის” წინააღმდეგ გამართავს.