შერმადინმა ტენერიფეს ბარში მოაგებინა

შერმადინმა ტენერიფეს ბარში მოაგებინა

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” მონტენეგროს ქალაქ ბარში, ადგილობრივი “მორნარი” ბოლო წუთებზე 81:74 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში ლომის წილი ქართველ ცენტრ მიუძღვის, რომლის შეჩერება ვერც ერთმა მორნარელმა ვერ შეძლო. არადა მის წინააღმდეგ ძლიერი კალათბურთელები თამაშობდნენ: სლოვენიელი მეფარე მირზა ბეგიჩი, ხორვატი ფორვარდი დამირ მარკოტა, საქართველოს ნაკრებში ნათამაშები ჯეიკობ პულენი…

გიორგი შერმადინმა 19 ქულა მოაგროვა. გადამწყვეტი იყო მისი ორქულიანი პიკ ენდ როლის შემდეგ, რომლის წყალობითაც სირენამდე 2 წუთით ადრე შერმადინის გუნდელებმა 9-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს (77:68) და მატჩის ბედიც გადაწყდა. შერმადინმა 24:49 წუთი ითამაშა და 18 ქულასთან ერთან 4 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 9-დან 6 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

რაც შეეხება ჯეიკობ პულენს, მან 18 ქულა ჩააგდო. ჩემპიონთა ლიგაზე ორი ტურის შემდეგ ესპანურ გუნდს ორი მოგება აქვს და C ჯგუფის ლიდერია, რომელშიც 8 გუნდია თავმოყრილი. “ტენერიფე” მომდევნო მატჩს შინ 29 ოქტომბერს ილიას ზუროსის “პერისტერისთან” გამართავს.