შერმადინს კატალონიაში ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა

შერმადინს კატალონიაში ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა

ნავსიანი დღე ჰქონდა გიორგი შერმადინის “ტენერიფე იბეროსტარსაც”. ქართველი ცენტრის გუნდი ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში კატალონიაში ბარსელონას შეხვდა და ისე წააგო, შანსი არ ჰქონია – 71:103

შერმადინი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 23:12 წუთში 8 ქულა, 9 მოხსნა (3 შეტევაში) და 1 პასი მოაგროვა.

გიორგიმ 8-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 12-ს გაუტოლდა და ის სტუმართა რიგებში მხოლოდ ბრაზილიელ მარსელინიო უერტასს (13) ჩამორჩა, რომელმაც 10 ქულას 5 პასი წაამატა.

ტენერიფელებს 6 მოგება და 5 მარცხი მოუგროვდათ და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე გადაინაცვლეს, მომდევნო მატჩს კი, 7 დეკემბერს, მურსიასთან ჩაატარებენ.