შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აუტისტური სპექტრის მოზარდებს კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აუტისტური სპექტრის მოზარდებს კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და „მშობელთა საინფორმაციო ცენტრის“-“PIC” ერთობლივი ორგანიზებით, აუტისტური სპექტრის მოზარდებს ფედერაციის წარმომადგენლები, თბილისის პარასპორტის განვითარების სპორტულ კომპლექსში ესტუმრნენ.

“მშობელთა საინფორმაციო ცენტრის” -“PIC”, თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრისა და თბილისის მერიის ერთობლივი მუშაობით, 2016 წლის 30 ოქტომბრიდან პარასპორტის განვითარების სპორტულ კომპლექსში ფუნქციონირებს კალათბურთის სექცია, გუნდი სნო, რომელსაც ბოლო პერიოდში ჯგუფები გორშიც დაემატა.

“სნოს” ვარჯიშს, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი, ნიკოლოზ ცქიტიშვილი და ფედერაციის წარმომადგენლები, ალეკო პეტრიაშვილი და ზაზა ღონღაძე დაესწრნენ, რომლებმაც ბავშვებს საჩუქრად სათამაშო ფორმები და კალათბურთის ბურთები გადასცეს.