16 ივნისიდან 2 ივლისამდე, აშშ-ის საელჩო საქართველოში “სპორტის ვიზიტორთა პროგრამის” ფარგლებში, დააფინანსებს ხუთი ახალგაზრდა ქალი კალათბურთელისა და მათი მწვრთნელის ვიზიტს აშშ-ში. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კალათბურთის ეროვნულ ფედერაციის ოფისში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშე კრისტოფერ ანდერსონი, ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე პაატა გურასპაული, ქალთა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნინო ყიფშიძე, პროექტის მონაწილე კალათბურთელი გოგონები და მათი მშობლები დაესწრნენ.
პროგრამაში მონაწილეობას ხუთი მოთამაშე და ერთი ქალთა კალათბურთის მწვრთნელი მიიღებს.
- ქეთი მამუჩარაშვილი (კალათბურთელი)
- ლიზი თოდუა (კალათბურთელი)
- მეგი ჩხიტუნიძე (კალათბურთელი)
- ბაია ხოხობაშვილი (კალათბურთელი)
- ლიზი სვანიძე (კალათბურთელი)
- ანა ქავთარაძე (მწვრთნელი)
ისინი სხვადასხვა ქვეყნის ათლეტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ პროგრამაში, რომლის მიზანია სპორტული მიღწევების გაუმჯობესება და გოგოებისა და ქალების წახალისება, რათა მათ გამოიყენონ თავიანთი პოტენციალი მიზნების მისაღწევად .
ამერიკის საელჩოსა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციას ერთმანეთთან მრვალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ, რომლის შედეგად არაერთი ერთობლივი პროგრამა განხორციელდა. აღნიშნული თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.