სუპერლიგა. III წრე

რიჩარდ მათიაშვილი ტურის საუკეთესო მოთამაშეათბილავიამშენის წინააღმდეგ გიორგი შერმადინმა ამჯერადაც ვერ გაიბრწყინა
მაკაბი – თბილავიამშენი 79:9918:26, 18:22, 27:23, 16:28მაკაბი: გ. შერმადინი (27 ქ. 20 მ. 2 პ. 2 დ), სორდია (15 ქ. 4 პ. 3 მ), ს. შერმადინი (14 ქ. 4 მ), ი. ბერიშვილი (11 ქ. 11 პ. 6 ჩ. 5 მ).თბილავიამშენი: მათაიაშვილი (22 ქ. 10 მ. 5 ჩ. 3 პ. 2 დ), ტუღუში (15 ქ. 6 მ. 6 პ. 2 ჩ. 1 დ), ხოშტარია (14 ქ. 4 პ), მინაშვილი (13 ქ. 3 მ. 3 პ), ნიკოლაძე (12 ქ. 3 მ. 3 პ), კვიმსაძე (12 ქ. 4 მ. 4 პ. 3 ჩ).
“თბილავიამშენის” წინააღმდეგ წინა შეხვედრაში, “მაკაბის” ლიდერმა გიორგი შერმადინმა მხოლოდ 10 ქულა დააგროვა და 5 ფოლით ნაადრევად გავარდა. ამჯერად, შერმადინს პირველ ნახევარში 15 ქულა და 16 მოხსნა კი ჰქონდა, მაგრამ დიდი შესვენების შემდეგ მან მხოლოდ 4 მოხსნა დაამატა პირად მონაგარს და ფარქვეშეთში დათმო პრინციპული ორთაბრძოლა რიჩარდ მათიაშვილმა, რომელმაც ძალიან კარგად ითამაშა დაცვაში და შერმადინს უამრავი შეცდომა დააშვებინა. საბოლოოდ, გიორგი შერმადინმა 11 შეცდომა დაუშვა და 4 პერსონალურით დაასრულა მატჩი.
ვითა – ენერჯი ინვესტი 63:8721:17, 11:30, 12:16, 19:24ვითა: მ. ბერიშვილი (19 ქ. 9 მ. 2 პ),  ბერძენიშვილი (15 ქ. 5 მ. 2 პ. 2 დ), მარკოიშვილი (13 ქ. 8 მ), გვიმრაძე (7 ქ).ენერჯი ინვესტი: ჭოჭუა (16 ქ. 5 პ. 4 მ), ბაბიაშვილი (15 ქ. 2 მ), გოგობერიშვილი (11 ქ. 4 პ), ლეჟავა (8 ქ. 6 ჩ), ტუჯანი (8 ქ. 3 მ. 2 ჩ).
ზურაბ ტომარაძის “ვითამ” შესანიშნავად დაიწყო შეხვედრა და მეშშვიდე წუთისთვის 21:10 გავიდა წინ, თუმცა “ენერჯი ინვესტმა” მალევე მოახერხა დაცვაში თამაშის გამოსწორება და მიუხედავად იმისა, რომ გუნდის საუკეთესო მექულეს, ბესიკ ლეჟავას არ მისდიოდა სროლა (სულ 10/3 ტყორცნა გამოიყენა და 6 შეცდომა დაუშვა), სუპერლიგის ერთპიროვნულმა ლიდერმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და კვლავაც წაუგებლად მიდის მიმდიბნარე რეგულარულში. რუსთაველთა კაპიტანმა რამაზ გოგობერიშვილმა 15 წუთში 4 სამქულიანიდან 3 გამოიყენა, ორივე საჯარიმო ზუსტად შეასრულა და თანაგუნდელებს 4 შედეგიანი გადაცემა ჩამოურიგა (მან შეხვედრა უშეცდომოდ დაასრულა).
დინამო – თსუ 73:876:24, 24:22, 21:21, 22:20დინამო: გულისაბედაშვილი (18 ქ), ლაფანაშვილი (16 ქ. 3 მ. 3 პ), ახალკაცი (16 ქ), ჟღენტი (10 ქ. 4 პ), მაისურაძე (6 ქ. 5 მ).თსუ: დ. ბარბაქაძე (26 ქ. 6 მ. 4 პ), ფანჩულიძე (18 ქ), დ. ბერიშვილი (13 ქ. 6 პ), ხეცურიანი (9 ქ), ყველაშვილი (9 ქ).
სატურნირო მდგომარეობა
1. ენერჯი ინვესტი 11:0 22 ქულა2. თსუ 7:4 18 3. თბილავიამშენი 5:6 164. ვითა 4:7 155. დინამო 3:8 146. მაკაბი 3:8 14
საუკეთესო მოთამაშე – რიჩარდ მათიაშვილი (თბილავიამშენი): 40 წუთი, 22 ქულა, 10 მოხსნა, 5 ჩაჭრა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 დაფარება, 1 შეცდომა, 4 პერსონალური შენიშვნა.
სიმბოლური ნაკრები: რამაზ გოგობერიშვილი (ენერჯი ინვესტი), კოტე ტუღუში (თბილავიამშენი), დავით ბარბაქაძე (თსუ), ზვიად ბაბიაშვილი (ენერჯი ინვესტი), რიჩარდ მათიაშვილი (თბილავიამშენი).