სუპერლიგა. ფინალი. IV მატჩი

ენერჯი ინვესტი ჩემპიონია!
ფინალიIV მატჩი
თბილავიამშენი – ენერჯი ინვესტი 76:8323:20, 14:34, 20:22, 19:7
თბილავიამშენი: ტუღუში (25 ქ. 7 პ. 7 მ. 4 ჩ), ნიკოლაძე (15), კვიმსაძე (12), როდუმტა (8  ქ. 13 მ. 4 დ).ენერჯი ინვესტი: სტეფანოვი (25 ქ. 12 მ. 3 პ), გამყრელიძე (21), ჭოჭუა (15), ჩიტაშვილი (11).
ზედიზედ მეორედ, სუპერლიგა დავით უსტიაშვილის “ენერჯი ინვესტმა” მოიგო, რომელმაც ფინალურ სერიაში ანგარიშით 3:1 დააამარცხა ლევან მოსეშვილის “თბილავიამშენი” და ოქროს მედლები მოიპოვა.

პირველი მეოთხედი მასპინძლებმა 3 ქულით მოიგეს, მაგრამ ამის შემდეგ უპირატესობას მთლიანად რუსთაველები დაეუფლნენ და ბოლო მეოთხედამდე მათი უპირატესობა უკვე 20 ქულას აღემატებოდა. 
სოლირებდა სერბი იოვან სტეფანოვი, რომელიც წინა მატჩში 39 ქულით გამოირჩა და ამჯერადაც საუკეთესო იყო რუსთაველთა შემადგენლობაში. ბოლო მეოთხედამდე კარგად თამაშობდა გიორგი გამყრელიძეც.
ბოლო მეოთხედში კი კოტე ტუღუშის არაჩვეულებრივი გამოსვლით, “თბილავიამშენმა” სხვაობა მინიმუმამდე (76:77) შეამცირა, თუმცა დარჩენილ დროში მეტის გაკეტება ვეღარ მოახერხა და ტიტულს “ენერჯი ინვესტი” დაეუფლა.
ოქროს მედლები “ენერჯი ინვესტს”, ხოლო ვერცხლის კი “თბილავიამშენს”,  საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ბესიკ ლიპარტელიანმა გადასცა.
ოქროს მედლების მფლობელები: რამაზ გოგბერიშვილი (კაპიტანი), გიორგი გამყრელიძე, მიხეილ ჭოჭუა, იოვან სტეფანოვი, ზვიად ბაბიაშვილი, მიხეილ ჩიტაშვილი, ლევან ცეკვავა, ჟულივეტ ტუჯანი, გეგი ლიპარტელიანი, იური დანელიანი, ანატოლი ბოისა, დავით უსტიაშვილი (მთავარი მწვრთნელი), მიხეილ ბერუაშვილი (ასისტენტი), ამირან ხაჩიძე (გუნდის უფროსი), ბიძინა ჯაგაშვილი (ექიმი).
ვერცხლის მედლების მფლობელები: კოტე ტუღუში (კაპიტანი), გიორგი ნიკოლაძე, ბუბა კვიმსაძე, თორნიკე ნინიაშვილი, პლასიდე როდუმტა, ვახტანგ მინაშვილი, ვლადიმერ სუხიშვილი, ნოდარ ბერაია, დავით იმნაძე, რიჩარდ მათიაშვილი, ირაკლი ხოშტარია,  ლუკა შანიძე, ლევან მოსეშვილი (მთავარი მწვრთნელი), ვაჟა მხეიძე (ასისტენტი) ვახტანგ მოსეშვილი (მწვრთნელი-ფსიქლოგი), ლევან ჭალისური (გუნდის უფროსი), გიორგი ნათენაძე (ექიმი).