სუპერლიგა. წინა ტურების საუკეთესო მოთამაშეები

I ტური – გიორგი მარკოიშვილი (აზოტი) (1) (15 ქულა, 8 ბოლო მეოთხედში. მისი აქტიურობით “აზოტმა” ტურის ცენტრალურ შეხვედრაში თსუ დაამარცხა).
II ტური – ირაკლი ბერიშვილი (თბილავიამშენი) (1) (23 ქულა, 8 პასი).
III ტური – მიხეილ ფანჩულიძე (თსუ) (1) (9 ქულა, 6 ბოლო მეოთხედში, 4 მოხსნა).
IV ტური – გიორგი გამყრელიძე (აზოტი) (1) (13 ქულა, 11 პასი-2 შეცდომა)
V ტური – ირაკლი ხოშტარია (თბილავიამშენი) (1) (17 ქულიდან 9, ბოლო  მეოთხედში დააგროვა. ამასთან ერთად მის ანგარიშზე 8 პასი და 7 მოხსნა გახლდათ).
VI ტური – ნოდარ ბერაია (სტუ) (1) (31 ქულა, 10 პასი, 5 ჩაჭრა, 4 მოხსნა).
VII ტური _ ბესიკ ლეჟავა (თსუ) (1) (19-ვე ქულა პირველ მეოთხედში დააგროვა. შემდეგ ტრავმის გამო აღარ უთამაშია).
VIII ტური _ რიჩარდ მათიაშვილი (თსუ) (1) (26 ქულითა და 19 მოხსნით მიმდინარე სეზონის პირადი რეკორდები დაამყარა).
IX ტური _ ზვიად ბაბიაშვილი (თბილავიამშენი) (1) (“აზოტთან” წაგებულ შეხვედრაში 32 ქულა, 15 მოხსნა და 4 პასი დააგროვა).
X ტური _ ირაკლი ბერიშვილი (თბილავიამშენი) (2) (18 ქულიდან 7, მატჩის ბოლო 2 წუთში დააგროვა, მისმა გუნდმა კი თსუ 93:92 დაამარცხა).
XI ტური _ კოტე ტუღუში (აზოტი) (1) (22 ქულა, 6 პასი. გამოკითხვაში აჯობა თანაგუნდელ გამყრელიძეს, რომლის ამგარიშზეც 21 ქულა და 11 პასი იყო).
XII ტური _ გიორგი ნიკოლაძე (თბილავიამშენი) (1) (37 ქულით მიმდინარე სეზონის პირადი რეკორდი დაამყარა. მის ანგარიშზე ასევე 8 მოხსნა, 6 პასი და 3 ჩაჭრა იყო).
XIII ტური _ კოტე ტუღუში (აზოტი) (2) (45 ქულა, პირადი და რეგულარულის რეკორდები. 11-დან ყველა სამქულიანი გამოიყენა, რითაც საქართველოს ჩემპიონატების ყველა დროის რეკორდი დაამყარა).
XIV ტური _ ირაკლი ხოშტარია (თბილავიამშენი) (2) (28 ქულა, 5 მოხსნა, მისმა გუნდმა კი “აზოტს” რეგულარულში პირველი მარცხი აგემა).
XV ტური _ გიორგი შერმადინი (მაკაბი) (1) (60 ქულით რეგულარულისა და რეგულარულშივე პირადი რეკორდები დაამყარა. ამასთან ერთად 17 მოხსნა, 7 პასი და 2 დაფარება დააგროვა).
XVI ტური _ დავით უგრეხელიძე (აზოტი) (1) (21 ქულა, 11 მოხსნა თსუ-ს წინააღმდეგ მნიშვნელოვან მატჩში).
XVII ტური _ კოტე ტუღუში (აზოტი) (3) (21 ქულა, 11 მოხსნა, 10 პასი, პირველი სამმაგი დუბლი მთელ რეგულარულსა და მის კარიერაში, ფლეი ოფის გამოკლებით).
XVIII ტური _ შიო ხეცურიანი (თსუ) (1) (17 ქულა, 5 პასი. მიიღო მეტი ხმა ვიდრე ზვიად ბაბიაშვილმა, რომელმაც 31 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა).
XIX ტური _ გიორგი გამყრელიძე (აზოტი) (2) (23 ქულა, 9 პასი, 6 მოხსნა, 4 ჩაჭრა “თბილავიამშენთან” მატჩში).
XX ტური – ბესიკ ლეჟავა (თსუ) (2) (33 ქულა, 7 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 3 პასი “თბილავიამშენთან” მოგებულ მატჩში. ამ მოგებით თსუ მეტოქეს სატურნირო ცხრილში გაუტოლდა).
ყველაზე მეტჯერ, სამჯერ ტურის საუკეთესო მოთამაშედ კოტე ტუღუში დასახელდა.